суббота, 7 декабря 2013 г.

ვექტორების პრაქტიკული გამოყენება ფიზიკაში

  1. პროექტის სახელწოდება: ვექტორების პრაქტიკული გამოყენება ფიზიკაში.
  2. პროექტის მთავარი იდეა: ვექტორების პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა გამოიყენონ რეალურ ცხოვრებაში მათემატიკური მოდელირება და უკეთ ჩაწვდნენ ვექტორის არსს.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ დაუკავშირონ ვექტორი ისეთ ფიზიკურ სიდიდეებს, როგორიცაა სიჩქარე, აჩქარება, ძალა. შეძლონ ალგებრული ამოცანის სხვადასხვა ფიზიკური და გეომეტრიული სახით ინტერპრეტირება. შეძლონ ამოცანის სავარაუდო პასუხებიდან ოპტიმალური, მაქსიმალური ან მინიმალური ამონახსნის შერჩევა.
  5. მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.
  6. ვადები /ხანგრძლივობა: 7დღე.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბლოგი, ვიდეორგოლი.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: მათემატიკის და ფიზიკის სახელმძღვანელო, მდინარე, ნავი, კომპასი, დახრილი სიბრტყე მოცემული უძრაობის ხახუნის კოეფიციენტით,ტრანსპორტირი, მოცემული მასის სხეული.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): კლასი დავყოთ ორ ჯგუფად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და პირველ ჯგუფს დავავალოთ შემდეგი ამოცანა: პარალელური ნაპირების მქონე მდინარეზე, ერთი ნაპირის A წერტილიდან მეორე ნაპირის გარკვეული B წერტილში მოხვედრა ნავით მინიმალური სიჩქარით. მეორე ჯგუფს  დავავალოთ შემდეგი ამოცანა: მოცემული უძრაობის ხახუნის კოეფიციენტის მქონე დახრილი სიბრტყისთვის  კუთხის შერჩევა, ისე, რომ მასზე მოთავსებული სხეული უძრავ მდგომარეობაში იყოს. გადავანაწილოთ მოვალეობები: ჯგუფის ნაწილი პასუხისმგებლობას იღებს თეორიულ მხარეზე, ნაწილი კი- პრაქტიკულ მხარეზე.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი მჭიდრო კავშირშია ფიზიკის საგანთან. აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგ სტანდარტს: XI.4 მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე პრობლემის გადაწყვეტა. XI.6 მოსწავლეს შეუძლია გრაფიკული და ალგებრული მეთოდების გამოყენება. XI.8 მოსწავლეს შეუძლია ვექტორებზე ოპერაციების შესრულება და მათი გამოყენება გეომეტრიული და საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას.
  11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ეკატერინე შერმადინი, ქ.რუსთავის #28 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი.
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ekaterinesherma@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ekashermadini.blogspot.com/

суббота, 23 ноября 2013 г.

გია დვალი

წელიწადის დროები


მოქმედებები ვექტორებზე


ბლოგების შესწავლა

მეცხრე დღე. 24 ნოემბერი. 2013 წელი. პროექტის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა.საგანი: მათემატიკა.